პროფესიით ექიმი, დაიბადა დუშეთის რაიონ სოფ. ჭოპორტში, აქვე დაამთავრა საშ. სკოლა. შემდგომ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1993-96 წლებში კი სამედიცინო კლინიკური ორდინატურა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა როგორც რაიონულ და ასევე ქ. თბილისის პირველ და მეცხრე საავადმყოფოში როგორც კლინიცისტად, ასევე თბილის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სხვადასხვა საპასუხისმგებლო ხელმძღვანელ თანამდებობეზე. მუშაობის მანძილზე იყო საგანგებო სიტუაციები მართვის როგორც საერთაშორისო რეგიონული და ადგილობრივი პროექტების, ასევე საქ. ჰიპერტენზიის ასოციაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო პროექტების მონაწილე. 2012 წლიდან იმყოფება ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.
We use cookies to improve your experience.