დაიბადა თბილისში, დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა. განათლებით გეოლოგია, ხოლო მოგვიანებით მიიღო სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი. მისი პროფესიული გზა დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ფინანსურ სფეროში, სადაც მან შეძლო საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის წარმატებით გამოყენება.
1996 წელს მეუღლეს შეურთდა შვეიცარიაში, ხოლო 1997 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ამერიკაში ჩამოყალიბდა მისი კარიერა ფინანსურ სექტორში. აქვე დაიბადა და გაიზარდა მისი სამი შვილი. ფინანსურ სფეროში საქმიანობა დაიწყო 2010 წელს, ხოლო 2013 წლიდან მუშაობს Merrill Lynch-ში ფინანსურ მრჩევლად, სადაც იკავებს First Vice President-ის პოზიციას. მას აქვს შესაბამისი ლიცენზიები, რაც აძლევს უფლებას გაუწიოს კლიენტებს პროფესიული კონსულტაცია საინვესტიციო საკითხებში, მათ შორის ბირჟაზე ფულის დაბანდების მიმართულებით, სხვადასხვა რისკის დონის გათვალისწინებით. ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს აშშ-ში.
We use cookies to improve your experience.