შორენა პეტრიაშვილი დაიბადა 1972 წელს, 1989 წელს დაამთავრა ქ.თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა, 1994 წელს კი დაამთავრა ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 2004 წელს მიენიჭა გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. კარიერის ადრეულ ეტაპზე აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო გრანტებში, გამოაქვეყნა 20-მდე სტატია გეოეკოლოგიის მიმართულებით და 2015 წლამდე მუშაობდა უფროს მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ შორენამ პროფესიული გზა შეიცვალა. 2016-2018 წლებში დაეუფლა ფარმ-ტექნოლოგიებს და დასაქმდა სააფთიაქო სისტემაში, მათ შორის კერძო აფთიაქებსა და საავადმყოფოებში. პარალელურად 2022-2023 წლებში მან შეასრულა რისკ მენეჯმენტის მონაცემთა ბაზის ანალიზი კორპორაცია “Diligent“-ისთვის, ისეთი მსხვილი კლიენტებისთვის როგორებიცაა „კოკა-კოლა“, „ჰაინეკენი“, „ჯენერალ მილს“ და სხვ. შორენას ყავს მეუღლე და სამი შვილი.
We use cookies to improve your experience.