ნატალია ნეფარიძემ სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის „აიეტის“ სამედიცინო სკოლაში 2000 წელს. ამის შემდეგ მან გაიარა პოსტდოქტორალური კვლევითი სტაჟირება Emory, Northwestern and Yale უნივერსიტეტებში, ხოლო მოგვიანებით იელის უნივერსიტეტში დაასრულა შიდა მედიცინის რეზიდენტურა და ჰემატოლოგია / ონკოლოგიის დოქტორანტურა (Fellowship). 2012 წლიდან იგი Yale უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ჰემატოლოგია/ონკოლოგიის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის პოზიციას იკავებს. მისი სპეციალიზაცია მოიცავს შემდეგს: Myeloma, Monoclonal gammopathies, AL amyloidosis, Waldenstrom’s macroglobulinemia.
ნატალია ნეფარიძეს შემუშავებული აქვს მრავალი კვლევითი პროექტი მიელომური დაავადების მიმართულებით, მათ შორის ინიციატორი თერაპიული კლინიკური კვლევის. იგი თანამშრომლობს მკვლევრებთან როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, არის მრავალი თერაპიული კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი (PI) და თანა-მკვლევარი (co-PI), ხელმძღვანელობს რამდენიმე კლინიკური შედეგების კვლევას მიელომური დაავადების მქონე პაციენტებში.
იგი არის იელის მიელომური დაავადების კვლევითი გუნდის ხელმძღვანელი.
მისი მიმდინარე კვლევითი მიმართულებები მოიცავს სიმსივნის ჰეტეროგენულობის შეფასებას, რათა გაუმჯობესდეს პერსონალიზებული მედიცინის მიდგომები მიელომურ დაავადებაში; ასევე ახალ კომბინირებულ იმუნოთერაპიულ სტრატეგიებს და MRD-ზე დაფუძნებულ თერაპიებს. გარდა ამისა, იგი იკვლევს Monoclonal Gammopathies ბიოლოგიასა და კლინიკურ შედეგებს მეტაბოლურ, ვირუსულ და სხვა თანმხლებ დაავადებებს, ასევე სწავლობს სიმსივნის პროგრესიისა და რეზისტენტობის მექანიზმებს მიელომურ დაავადებაში.
ნატალია ნეფარიძე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში — ასწავლის ჰემატოლოგია/ონკოლოგიას, სამედიცინო სტუდენტებს, რეზიდენტებსა და კოლეგებს იელის უნივერსიტეტში.
მეტის ნახვა
We use cookies to improve your experience.