დაიბადა ქ. თბილისში, სწავლობდა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში, პროფილი – სამკურნალო საქმე.
დაამთავრა მაგისტრატურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების განხრით. იგი გახლავთ ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. ასევე ამჟამად არის „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ ასისტენტპროფესორი.
მას სამუშაო გამოცდილება აქვს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, კერძოდ, თბილისში „ჩაჩავას სახელობის ჰოსპიტალში“, ასევე „ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში“, „ელიავას სახელობის ფაგოთერაპიულ ცენტრში“, „ქართულ-ამერიკულ კლინიკაში“ – მენეჯერის და დირექტორის მოადგილის პოზიციებზე.
ამჟამად მუშაობს „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგსა“ და „ქართულ-ამერიკულ დიაგნოსტიკურ კლინიკაში“ მენეჯერისა და დირექტორის მოადგილის პოზიციებზე.
მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ კონფერენციასა და ვორქშოფებში, მის მიერ გამოქვეყნებულია პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
We use cookies to improve your experience.